Статья 4. საბაჟო პოლიტიკა და საბაჟო საქმის ორგანიზება
1. საქართველოში ტარდება ერთიანი საბაჟო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და საერთაშორისო სამართლის წესებით გათვალისწინებული პრინციპების, ნორმებისა და სტანდარტების გამოყენებით საქართველოს საბაჟო საქმის ორგანიზების სრულყოფას.
2. საბაჟო პოლიტიკის გატარება განეკუთვნება საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას.
3. საბაჟო საქმის ორგანიზება არის საბაჟო ორგანოების მიერ გასატარებელ იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან.
4. ცალკეული საკითხის გადაწყვეტისას შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შესაძლებელია საბაჟო ორგანოს თანამშრომელზე დელეგირებულ იქნეს უფლებამოსილება. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
