1.ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მისი აღსრულების მიზნით საქართველოს მთავრობა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისად გამოსცემენ დადგენილებებსა და ბრძანებებს.
2.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს საბაჟო ორგანოების მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. საბაჟო ორგანოები საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებისას ხელმძღვანელობენ ამ აქტებით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27
