ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროებში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებაში ხელის შეწყობის, მათი საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით საქართველოს მთავრობა ქმნის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომ – საკოორდინაციო საბჭო).
2.საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები.
3.საკოორდინაციო საბჭოს შექმნის, პირის საკოორდინაციო საბჭოში წარდგენისა და საკოორდინაციო საბჭოდან გამოყვანის წესს, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობასა და საქმიანობის წესს (დებულებას) განსაზღვრავს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4.საკოორდინაციო საბჭო ამტკიცებს: ა) საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მოწყობისათვის აუცილებელ მინიმალურ სტანდარტებს; გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის სამოქმედო ინსტრუქციას (ეროვნული რეფერალური მექანიზმი); დ) სააგენტოდან კომპენსაციის გაცემის წესს. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1268 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5462 – ვებგვერდი, 19.12.2019წ. თავი IV. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია
Изменения, которые прошла эта статья
A new paragraph (4) is added to Article 10, detailing specific approvals granted to the Coordination Council regarding working group composition, minimum standards for shelters, national referral mechanisms, and compensation procedures from the Agency.
акт об изменении №4717793The amendment establishes an Interagency Coordinating Council under the Government to coordinate anti-trafficking efforts, replacing a more ambiguous previous arrangement with a formalized body.
акт об изменении №2029571Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.