ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
Статья 6. უწყებათაშორისი კომისია და სამუშაო ჯგუფი
1. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების , შესრულების მონიტორინგისა და განახლების მიზნით საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით იქმნება უწყებათაშორისი კომისია .
2. უწყებათაშორისი კომისიის მართვასთან , სტრუქტურასთან , უფლებამოსილებასთან , შემადგენლობასა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის დებულებით , რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .
3. უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში იქმნება სამუშაო ჯგუფი , რომლის ძირითადი ფუნქციებია : ა ) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენის , ანალიზის , შეფასებისა და მართვის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით სათანადო მეთოდოლოგიის ( შემდგომ – რისკების შეფასების მეთოდოლოგია ) შემუშავება ; ბ ) რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ( პროექტის მომზადება ) კომპეტენტური ორგანოებისა და ანგარიშვალდებული პირების მონაწილეობით და უწყებათაშორისი კომისიისთვის განსახილველად წარდგენა ; გ ) რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით მასში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე პროექტის უწყებათაშორისი კომისიისთვის განსახილველად წარდგენა ; დ ) სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი და კომპეტენტური ორგანოებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა ; ე ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის მიზნით კომპეტენტური ორგანოების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა ; ვ ) ანგარიშვალდებული პირისთვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება .
