ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
Статья 19. სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი. სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა
1. სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს, ამ კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით, ადგენს ლიცენზიის გამცემი. 1 1 . თუ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიის გაცემა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას საჭიროებს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ. თუ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, მიღებულ იქნა საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგინდა ისეთი პირობები, რომლებიც სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის არსებითად ცვლის სალიცენზიო პირობებს, სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხა უბრუნდება. თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით.
