საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.შავი, ფერადი და კეთილშობილი ლითონების მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ ასეთი სასარგებლო წიაღისეულის შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით ან/და გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევით ან/და სამთო საქმისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმის/წესის დარღვევით მოპოვება − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3.მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ ასეთი სასარგებლო წიაღისეულის შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით ან/და გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევით ან/და სამთო საქმისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმის/წესის დარღვევით მოპოვება, თუ ეს ქმედება არ მოიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4.სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ შესაბამისი სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოს ლიცენზიის პირობის დარღვევით განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
5.სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ შესაბამისი ლიცენზიის პირობის დარღვევა, თუ ეს ქმედება არ მოიცავს ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ რომელიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:
1.სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
2.ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2014 წლის 1 მაისის კანონი №2354 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4798 – ვებგვერდი, 14.03.2016წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2991 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.