1.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხდება არაუგვიანეს იმ ვადისა, რომლითაც ის დასაიდუმლოებულ იქნა. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებას ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახდენს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ეროვნული არქივი, თუ ასეთი უფლებამოსილება მას სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელმა ან მისმა სამართალმემკვიდრემ მიანიჭა. თუ ამგვარი უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს მინიჭებული არ აქვს ან/და აღნიშნული სუბიექტი აღარ არსებობს, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
