1.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებისა და საიდუმლოობის გრიფის მოხსნის საფუძველია: ა) საქართველოს მიერ იმ ინფორმაციის ღიად გაცვლის შესახებ საერთაშორისო ვალდებულების აღება, რომელიც ; ბ) ობიექტური გარემოების შეცვლა, რის გამოც საჭირო აღარ არის იმ ინფორმაციის დაცვა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა; გ) ინფორმაციის დასაიდუმლოების დადგენილი ვადის გასვლა; დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება; ე) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება მის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ.
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
