1.სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია დააწესოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მუდმივი კონტროლი.
2.სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელ ორგანოს, რომელიც იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, უფლება აქვს, გააკონტროლოს ამ ინფორმაციის დაცვის მდგომარეობა.
