Статья 13^6. შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. შრომით იმიგრანტს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარი ეთქვას, თუ: ა) განცხადებით წარდგენილია არასრულყოფილი ინფორმაცია ან/და სავალდებულო დოკუმენტაცია და ეს ხარვეზი მისი დადგენიდან 10 კალენდარულ დღეში არ აღმოიფხვრა; ბ) შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადება ამ კანონის 13 5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვადების დარღვევით არის წარდგენილი; გ) უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და პოზიცია არ შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს ან არის იმ პროფესიებისა და სპეციალობების ჩამონათვალში, რომელიც შეზღუდულია ამ კანონის მე-5 მუხლის „ე 1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ ნუსხაში; დ) დაწყებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება; ე) მას არ აქვს წარდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების კრიტერიუმების დაკმაყოფილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია; ვ) მას არ აქვს წარდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაცია. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1509 – ვებგვერდი, 15.04.2026წ.
