Статья 16^1. შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება
1. შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივ დამსაქმებელთან/მომსახურების ორგანიზატორთან შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება, რომლისთვისაც შრომითი იმიგრანტი იღებს ანაზღაურებას, − გამოიწვევს ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის (თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად) დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება − გამოიწვევს შრომითი იმიგრანტის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3. თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება − გამოიწვევს თვითდასაქმებული უცხოელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
5. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
