1.ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ მასთან დასაქმებულ შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ან შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა (თითოეული შრომითი იმიგრანტისთვის ინდივიდუალურად) − გამოიწვევს ადგილობრივი დამსაქმებლის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3.ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.


