Статья 16^6. შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დარღვევა
1. შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივი დამსაქმებლის ან თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის ცვლილება, რომელზედაც გაცემულია შრომითი საქმიანობის უფლება, ამ უფლების განახლების გარეშე, − გამოიწვევს შრომითი იმიგრანტის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
3. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
