საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 114^10. ნავსადგურის ტერიტორიაზე სამუშაოთა ორგანიზების, სწავლების ან/და ინსტრუქტაჟის წესის დაცვის ან დარღვევის თაობაზე გაცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა
1. ნავსადგურის ტერიტორიაზე სამუშაოთა ორგანიზების, სწავლების ან/და ინსტრუქტაჟის წესის დაცვის ან დარღვევის თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სანავსადგურე ერთეულის მიმართ გაცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
