საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 114^11. სანავსადგურე ერთეულის მიერ ნავსადგურის ტერიტორიის ან/და აკვატორიის ინფრასტრუქტურაზე სათანადო სანიტარიული პირობების დაუცველობა
1. სანავსადგურე ერთეულის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ ნავსადგურის ტერიტორიის ან/და აკვატორიის ინფრასტრუქტურაზე სათანადო სანიტარიული პირობების დაუცველობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
