1.მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების, საცხოვრებლით, საკვებითა და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობით, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია, როგორც ერთჯერადად, ისე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ან/და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობით, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ამ კოდექსის 156 4 მუხლის მე-3–მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენით, ამავე კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენით, აგრეთვე არასრულწლოვანის მიერ ამავე კოდექსის 181 3 მუხლით ანდა 181 7 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენით, ვანდალიზმის ჩადენით, ალკოჰოლიანი სასმლის სმით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენებით, აგრეთვე მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა ან მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა, მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, ამ ცენტრისთვის სხვაგვარად ხელის შეშლა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3.მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის მიმართ განსაზღვრული მოვალეობის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება 14 წლამდე არასრულწლოვნის მიერ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებით, − გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 2500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2437 – სსმ I, №21, 15.07.2003წ., მუხ.147 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6246 – ვებგვერდი, 08.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2698 – ვებგვერდი, 31.10 .2014 წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3957 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4611 – ვებგვერდი, 05.06.2019წ. საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5130 – ვებგვერდი, 23.10.2019წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5395 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 2 მაისის კანონი №2814 – ვებგვერდი, 16.05.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №169 - ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1271 - ვებგვერდი, 24.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1262 - ვებგვერდი, 25.12.2025წ.




