საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. საზღვაო ტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 44-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 112-ე−114-ე, 114 3 , 114 4 და 114 6 −114 16 მუხლებით, 115-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 128-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 129-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 130-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 131-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 178 1 მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. [1. საზღვაო ტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 44-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 112-ე−114-ე და 114 3 −114 18 მუხლებით, 115-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 128-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 129-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 130-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 131-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 178 1 მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 2. საზღვაო ტრანსპორტის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ ნავსადგურის კაპიტანს და აღნიშნულ ორგანოთა შესაბამის უფლებამოსილ პირებს.
3. ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს, ამ კოდექსის 129-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 130-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდევინების მიზნით საჯარიმო ქვითარი გამოწეროს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლად, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის მისთვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილების სფეროსთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსების, გამოყენების, აღრიცხვისა და ანგარიშგების წესს ამტკიცებს აღნიშნული სააგენტოს დირექტორი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4624 – ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2020 წლის 5 თებერვლის კანონი №5707 – ვებგვერდი, 10.02.2020წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1524 – ვებგვერდი, 01.05.2026წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი