Статья 164. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საბაჟო ორგანო.
2. საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც წარედგინება სამართალდამრღვევ პირს.
3. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არის საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება პირისთვის სამართალდარღვევის ჩადენისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად.
4. სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს განმარტება ან/და შენიშვნა, რომელიც აისახება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში ან დაერთვება მას.
5. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება: ა) სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში. ამასთანავე, საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით; ბ) თუ საბაჟო სამართალდარღვევა დაფიქსირებულია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში.
