საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
ამ კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), კერძოდ: ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ამ კოდექსის 45-ე, 45 1 და 173 16 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის, არასრულწლოვანის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის, ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევისა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ბ) დაცვის უფროს თანამდებობის პირს დასაცავი ობიექტის განლაგების ადგილას – დასაცავი ობიექტის ან სხვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დასაცავი პირისა და დასაცავი ობიექტის დაცვითი ღონისძიების განხორციელების ადგილას − დასაცავი პირისა და დასაცავი ობიექტის ხელყოფასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, აგრეთვე ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, საგადასახადო ორგანოს – საგადასახადო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში; ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს − ამ კოდექსით მათი ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში; ვ) აღსრულების პოლიციელს – ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; ზ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილ თანამშრომლებს – ამ კოდექსის 45-ე და 45 1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში; თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს − აღნიშნული სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ იმავე სამინისტროს სისტემის ტერიტორიაზე ამ კოდექსის 45, 45 1 და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №1306 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1987 წ., მუხ.152 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 22 მარტის ბრძანებულება №1647 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988 წ., მუხ.40 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988 წ., მუხ.201 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №753 – სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.12 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1625 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.112 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3409 – სსმ I, №5, 04.03.2004წ., მუხ.18 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1768 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.253 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4258 – სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.418 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №620 – სსმ I, №35, 05.12.2008წ., მუხ.226 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2512 – სსმ I, №3, 13.01.2010წ., მუხ.9 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3007 – სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.142 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4429 – ვებგვერდი, 17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4651 – ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4958 – ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 – ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1895 – ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3538 – ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5451 – ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №766 – ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №946 – ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1222 – ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3119 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3773 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №717 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1621 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი