1.უკანონოა ნებისმიერი ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც შექმნილი (დანიშნული/არჩეული) არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან/და რაიმე ფორმით ფაქტობრივად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს ან სხვა საქმიანობას, რაც მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოთა ფუნქციებს.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების მიე რ გამოცემული ნებისმიერი აქტი არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილება საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის, დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) პირის ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტის დადგენისა და მისი რეგისტრაციის მიზნებისათვის.
3.ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2676-სსმI, №10, 16.03.2010წ., მუხ.39 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4994 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5576- ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2474 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6951 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.




