საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ; ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ; გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ; დ) ამ კოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ; ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
2.თუ დადგინდება, რომ დადგენილება გამოიტანა იმ ორგანომ (თანამდებობის პირმა), რომელიც არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა ეს საქმე, მაშინ ასეთი დადგენილება გაუქმდება და საქმე განსახილველად გაეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს).
3.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივართან ან პროტესტთან დაკავშირებით გამოტანილი დადგენილების ასლი 7 დღის ვადაში გაეგზავნება პირს, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება. პროტესტის გამო მიღებული დადგენილების ასლი 7 დღის ვადაში გაეგზავნება აგრეთვე დაზარალებულს მისივე თხოვნით. პროტესტის განხილვის შედეგი ეცნობება პროკურორს.
4.ამ კოდექსის 177 16 ან 177 17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით და განთავსდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ერთიან ელექტრონულ პორტალზე − მეწარმისთვის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალისთვის მიკუთვნებულ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რაც ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ ჩაბარებად მიიჩნევა. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3007 – სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.142 საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №876 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.