საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 177^17. სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე მონაცემების მითითების ვალდებულების შეუსრულებლობა
1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილი სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე მონაცემების მითითების ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის გაფრთხილებას.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ განმეორებით შეუსრულებლობა – გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაში 200 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდა შესაბამის სუბიექტს არ ათავისუფლებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულებისგან.
3. სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის უფლებამოსილების შეწყვეტა პირს არ ათავისუფლებს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან.
