საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 289. გაფრთხილების შესახებ დადგენილების აღსრულების წესი
დადგენილება გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ დადგენილების საჯაროდ წაკითხვის საქმის განხილვის დამთავრების შემდეგ. დამრღვევის დაუსწრებლად გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანის შემთხვევაში მას დადგენილების პირი ჩაბარდება ამ კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 თავი XXV. დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება
