საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.სამართალდამრღვევის მიერ ამ კოდექსის 44 2 , 44 3 , 44 5 და 44 7 –44 12 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას მისთვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოწერის შემთხვევაში ელექტრონული საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ეგზავნება.
2.თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე მისამართზე ეგზავნება.
3.საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის მისამართზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე.
4.საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.rama.moh.gov.ge) გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
5.პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
6.პირის მიერ ჯარიმის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება ამ კოდექსის 291-ე მუხლითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და აღსასრულებლად წარდგენის საფუძველზე.
7.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს/სამსახურის მიერ ამ კოდექსის 44 3 , 44 5 და 44 7 –44 11 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას და ადმინისტრაციული სახდელის დადებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში ოქმი/დადგენილება იგზავნება სამართალდამრღვევის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ან/და მის ფაქტობრივ მისამართზე და, იმავდროულად, საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.rama.moh.gov.ge) ქვეყნდება. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ოქმი/დადგენილება პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე კალენდარულ დღეს. პირმა ჯარიმა ამ ნაწილით გათვალისწინებული ოქმის/დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3401 – ვებგვერდი, 25.09.2018წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3456 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.