1.ამ კოდექსის 177 16 ან 177 17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევმა შესაბამისი ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში.
2.ამ კოდექსის 177 16 ან 177 17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხას სამართალდამრღვევი იხდის საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში შეტანით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. ამ თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი, გამოტანის თარიღი და სერია (მისი არსებობის შემთხვევაში).
3.ამ კოდექსის 177 16 ან 177 17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით მიღებული დაჯარიმების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლიდან 5 კალენდარული დღის ვადაში შესაბამისი ჯარიმის გადახდის შემთხვევაში მისი ოდენობა 20 პროცენტით მცირდება. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი კარგავს ამ ნაწილით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლებას.
4.თუ ამ მუხლით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე დასვენების დღეს (შაბათი, კვირა) ან საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ემთხვევა, აღნიშნული ვადის დამთავრების დღედ მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე მიიჩნევა. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №876 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.




