1.წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობების თვითნებურად განაშენიანება, წიაღის დაცვის, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე გავლენისაგან ბუნებრივი გარემოს, შენობებისა და ნაგებობების დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობა, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს სხვადასხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების ლიკვიდაციისა და კონსერვაციის, მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ნიადაგის რეკულტივაციის წესებისა და ნორმების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
