საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ შესაბამისი სასარგებლო წიაღისეულის გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევით ან/და სამთო საქმისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმის/წესის დარღვევით მოპოვება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2.სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ შესაბამისი სასარგებლო წიაღისეულის სათანადო სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობის დარღვევით მოპოვება, თუ ეს ქმედება არ მოიცავს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2014 წლის 1 მაისის კანონი №2354 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2991 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.