საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 298. წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა
სამთომოპოვებითი საწარმოს ან მიწისქვეშა ნაგებობის დაპროექტების, განლაგების, რეკონსტრუქციის, ლიკვიდაციის, საექსპლუატაციოდ გადაცემის ან ექსპლუატაციის დროს წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა, აგრეთვე თვითნებური მშენებლობა სასარგებლო წიაღისეულის განლაგების ადგილას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
