პირი, რომელმაც უნდა გაიაროს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და რომელსაც შესაბამისი ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოსახდელად აქვს ამ კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული მიზეზი, ვალდებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ დოკუმენტის მიღებიდან 10 დღის ვადაში მიმართოს გამწვევ კომისიას განცხადებით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის შესახებ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2557 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ
