საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Статья 21^102. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული საქმის წარმოებისას გამოსაყენებელი ნორმები
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული საქმის წარმოებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი ნორმები, ხოლო თუ შესაბამისი საკითხი ამ თავით არ არის მოწესრიგებული − სხვა სათანადო საკანონმდებლო ნორმები. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. მუხლი 21 103 . წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენა 1. პირმა, რომელზედაც ვრცელდება თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული წესები, აგრეთვე პირმა, რომელზედაც ვრცელდება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შეიძლება წარუდგინოს შესაბამისი სარჩელი პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილების, პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების, პირის მიმართ თავდაცვის კოდექსის საფუძველზე მიღებული, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილების, პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების (ბრძანების) ან/და პირის მიმართ „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული სხვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან არარად აღიარების მოთხოვნით.
