Статья 64. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლება
1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდება: ა) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ არის ცნობილი; ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური ან სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახური უცხო ქვეყანაში გაიარა; გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი; დ) (ამოღებულია - 24.06.2025, №713); ე) პირი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა; ვ) (ამოღებულია - 24.06.2025, №713); ზ) პირი, რომელიც არის ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის 1 წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლის დროს; თ) საქართველოს პარლამენტის წევრი.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გაათავისუფლოს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. წვევამდელი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებას, გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობისა, სურვილის შემთხვევაში ნებაყოფლობით გაიწვევა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
თავდაცვის კოდექსი
