1.სამხედრო მოსამსახურე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება: ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის დადგენილი ვადის გასვლის მომდევნო დღეს, გარდა საომარი მდგომარეობისა. ამასთანავე, სამხედრო მოსამსახურე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა; ბ) ვადამდე, ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების გათვალისწინებით.

