Статья 121. სამსახურის სტაჟის გამოანგარიშება
Редакция №111 Сверено с действующей редакцией · 21 июл. 2017 г.
სამსახურის სტაჟი შეიცავს: ა) სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში მოხელის, დამხმარე ან შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობაზე სამსახურის პერიოდს; ბ) (ამოღებულია); გ) სწავლის პერიოდს, თუ პირი გაგზავნილი იყო სასწავლებლად დაწესებულების მიერ ან უკვე ჰქონდა სამსახურის სტაჟი. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3549-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.296
