1.საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე.
2.თუ გაურკვეველია, საჯარო მოსამსახურეს აქვს თუ არა შემოთავაზებული საჩუქრის ან ნებისმიერი სარგებლის მიღების უფლება ანდა მომსახურებით სარგებლობის უფლება, იგი ვალდებულია განაცხადოს ამის თაობაზე.
