მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
Статья 27^1
1. ყოველი თვის განმავლობაში შემოწირულების მიღების, აგრეთვე საწევრო შენატანის განხორციელების შესახებ ინფორმაცია პარტიამ საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა უნდა წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
2. თუ შემოწირულების მიღებით, აგრეთვე საწევრო შენატანის განხორციელებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს/საწევრო შენატანის განმახორციელებელ პირს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. თუ პარტიამ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა შემოწირულების უკანონობის შესახებ, თანხის დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნის მომენტიდან.
3. პარტიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №696 - ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1315 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
