მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
Статья 34
თუ პარტია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საფინანსო დეკლარაციას დროულად არ წარუდგენს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მას წერილობით გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის ვადაში აღმოფხვრას. თუ პარტია 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, იგი კარგავს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო 1 წლის განმავლობაში. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1315 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. მუხლი 34 1 1. პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. 1 1 . სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უფლება აქვს, ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის დასადგენად განახორციელოს პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნული მონიტორინგის შედეგების შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის ხელმისაწვდომობას.
