Статья 12. გასაჩივრების უფლება
1. მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის, სკოლისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.
2. სკოლა ვალდებულია შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება. 2 1 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ვალდებულია შექმნას საჩივრების მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.
3. საჯარო სკოლის დირექტორსა და ამ საჯარო სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო.
4. ( ამოღებულია - 20.03.2013, №348 ).
5. სამოქალაქო სამართალწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს სასამართლოში საჯარო სკოლის წარმომადგენლობას ამ საჯარო სკოლის დირექტორის მინდობილობის საფუძველზე უზრუნველყოფს სამინისტრო ან სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს ან სამინისტროს თანამშრომელი. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №790 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.257 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273 საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4322 – ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5511 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 348 – ვებგვერდი, 28.03.2013წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2523 - ვებგვერდი, 29.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ზოგადი განათლების შესახებ
