განათლების ხარისხის განვითარების შესახებ
Статья 25. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება
Редакция №35 Сверено с действующей редакцией · 9 июн. 2026 г.
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5022 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
