Статья 15. ნაგავსაყრელის ქვედა საიზოლაციო ფენის სისტემა
1. ქვედა საიზოლაციო ფენა უნდა დაპროექტდეს როგორც ნაგავსაყრელის ფსკერისა და გვერდითი ფერდების საფარი სისტემა შემდეგი კომპონენტებით (ქვემოდან ზემოთ): ა) ქვედა საფენი; ბ) გაუმტარი მინერალური ფენა; გ) გეომემბრანა; დ) გეომემბრანის დამცავი ფენა; ე) სადრენაჟო სისტემა; ვ) შუალედური ფენა.
2. ფენის ცალკეული კომპონენტების სახეობა და სპეციფიკაცია დამოკიდებულია: ა) ბუნებრივი ძირის მიერ ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების მასით გამოწვეული გამონაჟონისა და მასთან დაკავშირებული დაბინძურების გადინების წინააღმდეგ გეოლოგიური ბარიერის ფუნქციის შესრულების შესაძლებლობებზე; ბ) ნარჩენების განთავსების შემოთავაზებული ტექნოლოგიასა და საოპერაციო პროცესებზე; გ) ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების გეოტექნიკურ თვისებებზე.
3. ნარჩენების სახეობისა და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების საფრთხის შეფასების საფუძველზე, სამინისტროს გადაწყვეტილებით ფენის ცალკეული კომპონენტები (როგორიცაა გეომემბრანა, დამცავი ფენა და ქვედა საფენი) შეიძლება არ იყოს სავალდებულოდ გამოსაყენებელი).
