სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს: ა) ისეთი ტექნოლოგიური სქემის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს სასარგებლო წიაღისეულის კომპლექსურ და რაციონალურ გამოყენებას, წიაღით სარგებლობის პროცესში წარმოქმნილი დანაკარგების მაქსიმალურად შემცირებას; ბ) გადამუშავების სხვადასხვა სტადიაზე წიაღისეულიდან მიღებული სასარგებლო კომპონენტების რაოდენობის, ხარისხისა და დანაკარგების აღრიცხვა და კონტროლი; გ) გადამუშავების ტექნოლოგიის შემდგომი სრულყოფის მიზნით წიაღისეულის სამთო-ქიმიური თვისებებისა და შემადგენლობის რეგულარული შესწავლა და საცდელი ტექნოლოგიური შემოწმების ჩატარება; დ) გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების (ლამი, კუდები, მტვერი, ჩამდინარე წყლები და სხვა) მაქსიმალური სისრულით გამოყენება; ე) ჩამდინარე წყლების გაწმენდა მათი მეორადი გამოყენების მიზნით; ვ) სასარგებლო კომპონენტების შემცველი, მაგრამ დროებით გამოუყენებელი ნარჩენების დასაწყობება, აღრიცხვა და შენახვა; ზ) პროდუქციის ისეთი სახით გამოშვება, რომ მისი ტრანსპორტირებისას, შენახვისა და მოხმარებისას დაცული იყოს ეკოლოგიური უსაფრთხოების პირობები. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153
Статья 44. სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების ძირითადი მოთხოვნები
Редакция №22 Сверено с действующей редакцией · 12 июн. 2025 г.
История этой статьи· 1
Изменения, которые прошла эта статья
Emphasis on using technologies that maximize resource utilization and minimize waste during subsoil processing, along with regular monitoring of ore properties.
акт об изменении №754
Специалисты в этой области
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.

