1.ნაგავსაყრელის მშენებლობის დროს მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნას მეტეოროლოგიური პირობები, რათა განხორციელდეს: ა) ნაგავსაყრელზე მოხვედრილი ატმოსფერული ნალექისას წარმოქმნილი წყლების კონტროლი; ბ) ნაგავსაყრელზე განთავსებულ ნარჩენებში ზედაპირული ან/და მიწისქვეშა წყლების მოხვედრის პრევენცია; გ) დაბინძურებული წყლებისა და შეგროვება; დ) დაბინძურებული წყლებისა და ნაგავსაყრელიდან შეგროვებული გამონაჟონის დამუშავება.
