ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
Статья 59. რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირება
1. რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირება ხორციელდება კომისიის მიერ დამტკიცებული რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის შესაბამისად.
2. რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირებას ახორციელებენ სერტიფიცირების საგამოცდო ცენტრები და ლაბორატორიები, რომლებიც კომისიის წარდგინებით აკრედიტებული არიან საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოში. აკრედიტებული საგამოცდო ცენტრის (ლაბორატორიის) მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების დარღვევისას კომისიის წარდგინების საფუძველზე აკრედიტაცია უქმდება.
