1.სამოქალაქო ავიაციის აეროდრომი და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას.
2.სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის სერტიფიცირების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
3.სახელმწიფო ავიაციის აეროდრომი და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომი, რომლებიც სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენება, ექვემდებარება სერტიფიცირებას სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის სერტიფიცირების წესის შესაბამისად.
