1.პასუხისმგებლობა გემის მიერ მომხდარი ავარიული საზღვაო შემთხვევისათვის ეკისრება გემის კაპიტანს, ხოლო თუ ეს მოხდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ლოცმანის მიზეზით – სალოცმანო სამსახურსაც.
2.ლოცმანის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხორციელდება სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

