1.სალოცმანო მომსახურების გაწევისას მომხდარი საზღვაო ინციდენტის შესახებ ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის მიუწოდებლობა − გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2.სალოცმანო მომსახურების გაწევისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო ვარგისობისა და მათი პარამეტრების შემოწმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
4.ლოცმანის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და სათანადო ხელსაწყოების გამოყენების გარეშე განხორციელება − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
6.ლოცმანის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების ან ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენი შემოწმების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
7.სალოცმანო კატარღის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
8.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
9.მობუქსირე/საბუქსირო გემთან მუშაობის წესის დარღვევა − გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
10.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

