1.რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის დამტკიცება; გ) და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისთვის ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, დახურვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების გათვალისწინებით; დ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების დადგენა.
რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ
