იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ
Статья 8. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტია
1. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტირებას, წარმოებასა და რეალიზაციას, პასუხისმგებელნი არიან მომხმარებლის წინაშე იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოებასა და ხარისხზე ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.
2. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას მიეწოდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით.
3. ვადაგასული იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების რეალიზაცია დაუშვებელია და ისინი ექვემდებარება სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებას. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6158 - ვებგვერდი, 25.05.2012წ. თავი III. კონტროლი მუხლი 9. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4271 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.430 საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1647 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3062 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. თავი IV. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის
