საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში: ა) მოიძიებს პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს და უზრუნველყოფს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩასატარებლად მათ დროულ მიმართვას შესაბამისი დაწესებულებისათვის; ბ) ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის დადგენილ ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მოიძიებს პაციენტს და უზრუნველყოფს მკურნალობის პროცესში მის ხელახლა ჩართვას; გ) ამ კანონის შესაბამისად წყვეტს პირის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხს; დ) ატარებს ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო მუშაობას პაციენტთან და მოსახლეობასთან; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მუნიციპალიტეტში ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგში; ვ) ასრულებს ამ კანონით მისთვის განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ
Статья 7. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულის ფუნქციები ტუბერკულოზის კონტროლის სფეროში
Редакция №2 Сверено с действующей редакцией · 5 июл. 2018 г.
Специалисты в этой области
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.




