საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 1191^2. მრავალშვილიანი მშობელი
Редакция №138 Сверено с действующей редакцией · 1 апр. 2026 г.
1. მრავალშვილიანი მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი ან/და ნაშვილები.
2. იმ მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2606 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
