1.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია ამ კოდექსის 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.
2.მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობის განხორციელების ფორმა და მოცულობა განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით. საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4870 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
